ხალიფ ჰაფთარის არმიამ ტრიპოლთან, იარმუკის სამხედრო ბანაკი დაიკავა

საქართველო, თბილისი - 10:09 | 08.04.2019
ნანახია: 775

ხალიფ ჰაფთარის ლიბიის ეროვნულმა არმიამ ტრიპოლის სამხრეთით იარმუკის სამხედრო ბანაკზე კონტროლი დაამყარა.

აშშ-მა ჰაფთარს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს იერიში ტრიპოლის წინააღმდეგ.

 „შეერთებული შტატები შეშფოთებულია ტრიპოლთან მიმდინარე საომარი მოქმედებებით. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ წინააღმდეგნი ვართ ხალიფ ჰაფთარის ძალების სამხედრო იერიშის და მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები ლიბიის დედაქალაქის წინააღმდეგ. ძალები თავიანთ პოზიციებს უნდა დაუბდრუნდნენ. ტრიპოლის წინააღმდეგ სამხედრო იერიში საფრთხეს უქმნის სამოქალაქო პირების სიცოცხლეს და ლიბიელების მომავლის პერპექტივებს ანადგურებს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმქიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

4 აპრილს ჰაფთარის არმიამ ტრიპოლის წინააღმდეგ იერიში დაიწყო. მან უბრძოლველად დაიკავა ტრიპოლის რამდენიმე რაიონი, ასევე საერთაშორისო აეროპორტი.

თუმცა ტრიპოლის სამხრეთით გაეროს მიერ აღიარებული ეროვნული თანხმობის არმიასა და ჰაფთარის მებრძოლებს შორის შეტაკებებს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 23 კი დაიღუპა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე