აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი კრისტენ ნილსენი პოსტს 10 აპრილს დატოვებს

საქართველო, თბილისი - 09:45 | 08.04.2019
ნანახია: 707

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი კრისტენ ნილსენი პოსტს 10 აპრილს დატოვებს.

მანამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრმპმა ნილსენის გადადგომის შესახებ განაცხადა და მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი კევინ მაკალინანი დანიშნა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ბენი ტომპსონმა ქრისტენ ნილსენის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის პოსტზე მუშაობას კატასტროფა უწოდა.

 „დღეს, როგორც არასდროს, ნათელია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის  სასაზღრო უსაფრთხოება და იმიგრაციული პოლიტიკა, რომელიც ნილსენმა მიიღო და განახორციელა, იყო საშინელი ჩავარდნა, რამაც გამოიწვია საზღვარზე ჰუმანიტარული კრიზისი“, - განაცხადა კონგრესმენმა.

ნისლენი მინისტრად 2017 წლის ბოლოს დაინიშნა. მისი გადადგომის შესახებ ხმები დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა. მედია არაერთგზის წერდა, რომ ტრამპი უკმაყოფილო იყო ნილსენის მუშაობით არალეგალური მოგრაციის შესაჩერებლად.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე