სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტს პარლამენტი დღეს კენჭს განმეორებით უყრის

საქართველო, თბილისი - 09:25 | 08.04.2019
ნანახია: 641

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით განმეორებით კენჭისყრაზე დადგება სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც 5 აპრილს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. 54 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი. კვორუმი იყო 63. კანონპროექტი პარლამენტმა ვერ მიიღო. 

მმართველი გუნდი აღნიშნულის მიზეზად ტექნიკურ პრობლემას ასახელებს.

კანონპროექტით, იგეგმება სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება. გარდა ამისა, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. კერძოდ, საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში. ასევე, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე