დიღმის მასივში საცხოვრებელ სახლში აფთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

საქართველო, თბილისი - 09:14 | 08.04.2019
ნანახია: 687

დიღმის მასივში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა, ხეჩინაშვილის კლინიკაში, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 21 წლის გიორგი ხოშტარიას 35-პროცენტიანი დამწვრობა აქვს მიღებული. მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად აფასებენ. დასჭირდება თუ არა ახალგაზრდას ოპერაცია, სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა.

აფეთქების შედეგად სულ 8 ადამიანი დაშავდა - მათ შორის ერთი 7 თვის ბავშვია. დაშავებულებს ძირითადად ტვინის შერყევა, თავისა და სხეულზე ტრავმები და სისხლჩაქცევები აღენიშნებათ.

მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოკითხვები პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში დღეს გაგრძელდება.

პროცესი გუშინ გვიანობამდე მიმდინარეობდა. გამოიკითხა „ყაზტრანსგაზის“ რამდენიმე თანამშრომელი და ადგილობრივი მოსახლეობა.

გამოძიება უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე