კახეთში ჩასულ ტურისტებს კვალიფიციური პერსონალი მოემსახურება

საქართველო, თბილისი - 13:29 | 15.12.2015
ნანახია: 1377

ტურიზმის სფეროში დასაქმებულმა 500 ადამიანმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების  ფონდის ორგანიზებითა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სპეციალური ტრეინინგი გაიარა. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, დავით ტაბიძემ და მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორმა სამხრეთ კავკასიაში, აჰმედ აივეიდამ გადამზადებულ პირებს წინანდალში სერთიფიკატები გადასცეს.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი კულტურული და ტურისტული ინფრასტრუქტურის  რეაბილიტაციას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. ტურიზმის განვითარებისათვის კი მნიშვნელოვანია,  არა მხოლოდ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, არამედ კვალიფიციური კადრებირომლებიც მაღალი ხარისხის მომსახურეობას გაუწევენტურისტებს.

მსოფლიო ბანკის და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული ტრენინგი "კახეთის რეგიონში ტურისტულ სექტორში მუშახელის განვითარებისა და უნარ-ჩვევების გაძლიერების საკონსულტაციო მომსახურებას" ეხებოდა.

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე