ეკვადორის ხელისუფლება ლონდონში ქვეყნის საელჩოდან ასანჟის გაძევებას არ აპირებს

საქართველო, თბილისი - 16:13 | 05.04.2019
ნანახია: 941

ეკვადორის ხელისუფლებას არ მიუღია გადაწყვეტილება ლონდონში ქვეყნის საელჩოდან WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის გაძევების შესახებ. იუწყება სააგენტო Associated Press-ი.

სააგენტოს წყაროს თქმით, ეკვადორის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ განაცხადა, რომ ასანჟის გაძევების გადაწყვეტილება არ მიუღია.

საელჩოდან ასანჟის გაძევების შესახებ WikiLeaks-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ საელჩოს შენობასთან ჟურნალისტები და ასანჟის მომხრეები შეიკრიბნენ.

WikiLeaks-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასანჟი უახლოესი დღეების ან საათების განმავლობაში ასანჟს საელჩოს დაატოვებინებდნენ.

ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოს თავს 2012 წლის შემდეგ აფარებს. ის შიშობს, რომ ეკვადორის საელჩოს დატოვების შემთხვევაში, მისი  შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია მოხდება, სადაც საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროების გამო სამუდამო პატიმრობა ემუქრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე