დონალდ ტუსკი არ დაეთანხმა ტერეზა მეის წინადადებას Brexit-ის გადავადების შესახებ

საქართველო, თბილისი - 14:45 | 05.04.2019
ნანახია: 700

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა მხარი არ დაუჭირა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ტერზა მეის წინადადებას 2019 წლის 30 ივნისამდე Brexit-ის გადადების შესახებ.

მისი თქმით, ის Brexit-ის 2020 წლის მარტამდე გადადების შეთავაზებას აპირებს.

მისივე თქმით, კიდევ ერთი წელი მოლაპარაკებებისთვის ერთადერთი გონივრული გამოსავალია Brexit-ის ჩიხიდან გამოსაყვანად.

ტერეზა მეიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკს წერილობით მიმართა და ბრექტისის 30 ივნისამდე გადადება სთხოვა.

დღეს არსებული შეთანხმებით მიხედვით, ბრიტანეთმა ევროგაერთიანება მიმდინარე წლის 12 აპრილს უნდა დატოვოს. ამავე დროს, ბრიტანელი პარლამენტი არ უჭერს შეთანხმების დოკუმენტს მხარს.

ტერეზა მეი ეცადა დაერწმუნებინა პარლამენტარები, რომ თუ ისინი მხარს დაუჭერდნენ ბრექსიტის შეთანხმების პროექტს, ქვეყანა შეძლებდა ევროგაერთიანების დატოვებას ევროპარლამენტის არჩევნების ჩატარებამდე, მიმდინარე წლის 23 მაისამდე.

ბრიტანეთის პრემიერმა დასძინა, რომ თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მათ მოუწევთ ევროპარლამეტის არჩევნებში კანდიდატურების დაყენება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე