მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ მას ბანკი წაართვეს - სიმართლეს არ შეესაბამება - კობა გვენეტაძე

საქართველო, თბილისი - 14:09 | 05.04.2019
ნანახია: 894

მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ მას ბანკი წაართვეს - სიმართლეს არ შეესაბამება. მათი წილები ბანკში უცვლელია, აცხადებს სებ-ის პრეზიდენტი. მისი თქმით: მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ბადრი და მამუკა ხშირად ამბობენ, რომ თითქოს მათ ბანკი წაართვეს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

"ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დამფუძნებელი აქციონერების წილები ბანკში უცვლელია. მათი თანამდებობები ბანკის მშობელ კომპანიაში - TBC Bank PLC-ს საბჭოში - ასევე უცვლელია. მათ კვლავ აქვთ ბანკის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე გავლენა. ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომის ძირითადი მიზანი კი აქციონერების ბანკის საოპერაციო საქმიანობიდან დისტანცირებაა, რაც საუკეთესო კორპორაციული მართვის ძირითადი პრინციპია" - აღნიშნა გვენეტაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე