ხათუნა გოგორიშვილი: პრემიების შესახებ კანონპროექტი არ მოაგვარებს პრობლემას

საქართველო, თბილისი - 12:37 | 25.09.2015
ნანახია: 2048

თანამდებობის პირების პრემიების შეზღუდვაზე იმსჯელებს დღეს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი. უმცირესობა ამ ცვლილებას არ ეთანხმება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მაინც არაფერი არ შეიცვლება, რადგან ხელისუფლებაში არ არსებობს პოლიტიკური ნება.

„ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ უნიათობას და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნვას, რაც ახასიათებს დღევანდელ ხელისუფლებას, ეს არანაირად არ მოაგვარებს პრობლემას და ამის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, მთავარი მიზეზი პოლიტიკური ნების არარსებობაა, რადგან, მას შემდეგ, რაც გამოიცა მთავრობის განკარგულება პრემიების წესის შესახებ, გაჩნდა ახალი სახის ანაზღაურების ფორმა - ეს არის დანამატი, ჯილდო. 2014 წლის განმავლობაში მინისტრების და მათი მოადგილეების მიერ აღებული შრომის ანაზღაურება დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც ყველა სხვა თანამშრომლის ერთად აღებული,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა.

ინიციატივას უკვე გამოეხმაურა ფინანსთა მინსიტრიც, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საკითხის გადახედვა არ იგეგმება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე