2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა

საქართველო, თბილისი - 12:33 | 04.04.2019
ნანახია: 771

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 000 - მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრი ავრცელებს.

მისი ცნობით, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 000 - მდე კანდიდატია დარეგისტრირებული,  ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე  4 600 - მდე სტუდენტი. 

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ. 7 მაისის 18:00 საათმდე უკვე დარეგისტრირებულ კანდიდატს შეეძლება ტესტის ტიპის შეცვლა საერთო სამაგისტრო გამოცდაზეც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე