პანკისის ხეობაში 10 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 09:56 | 04.04.2019
ნანახია: 736

პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში 10 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი ნახეს. ბავშვები მონაყოლით ირკვევა, რომ მოზარდი სახლის სახურავზე ასვლას და იქიდან პატარა დისთვის სათამაშოს ჩამოღებას შეეცადა, როდესაც სახურავის რკინაზე შარფით ჩამოეკიდა და გაიგუდა.

შემთხვევის დროს ოჯახის 5 მცირეწლოვანი ბავშვი სახლში მარტო იყო. მშობლებს შვილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ტრაგედიის მიზეზების დასადგენად ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცველები. თავდაპირველად განიხილებოდა თვითმკვლელობის ვერსია, რასაც ოჯახის წევრები კატეგორიულად გამორიცხავენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე