ოთარ დანელია: ყოველგვარი მოკრძალების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის სავიზიტო ბარათი ევროკავშირში ინტეგრაციის ნაწილში

საქართველო, თბილისი - 12:50 | 15.12.2015
ნანახია: 1547

ყოველგვარი მოკრძალების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის სავიზიტო ბარათი ევროკავშირში ინტეგრაციის ნაწილში, აღნიშნულის შესახებ განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ შესრულებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით გააკეთა. ოთარ დანელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ დირექტივების დიდი რაოდენობა სწორედ სოფლის მეურნეობის სამინისტროზე იყო.
"მე ვფიქრობ, ჯერჯერობით ძალიან წარმატებულად ვართმევთ თავს. უფრო მეტიც, ჩვენ რამოდენიმე დირექტივა დავაჩქარეთ იმ დედლაინებთან შედარებით, რომელიც იმთავითვე იყო განსაზღვრული",- განაცხადა ოთარ დანელიამ.

შეგახსენებთ, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება, რომელიც დღეს იგეგმებოდა, გადაიდო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე