დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოს მხრიდან დავალებები შესრულებულია ფრიადზე

საქართველო, თბილისი - 12:45 | 15.12.2015
ნანახია: 1421

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველომ დავალებები ფრიადზე შეასრულა,- აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა. როგორც მინისტრმა განმარტა, ამ მიმართულებით კითხვები აღარ არსებობს.
მისივე განმარტებით, აღნიშნულთან მიმართებაში ევროკავშირს კითხვები არ აქვს.
"ეს უკვე ყველასთვის ცნობილია. საქართველოს მხრიდან დავალებები შესრულებულია ფრიადზე. აქ კითხვები არ არსებობს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება, რომელიც დღეს იგეგმებოდა, გადაიდო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე