მოსახლეობის 68,8%-ის აზრით, თანამდებობის პირები ძალაუფლებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით იყენებენ - კვლევა

საქართველო, თბილისი - 12:18 | 03.04.2019
ნანახია: 939

საქართველოს მოსახლეობის 68,8% მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები ძალაუფლებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით იყენებენ.

მოსახლეობის 58,6% სჯერა, რომ თანამდებობის პირები თანხის სანაცვლოდ მფარველობენ ბიზნესს. კითხვაზე - შეუშლის თუ არა ხელს დიდი ბიზნესის წარმატებას მისი მფლობელის მიერ ოპოზიციური პარტიის დაფინანსება - მოსახლეობას ასე პასუხობს: ძალიან შეუშლის - 26,4%, მეტნაკლებად შეუშლის - 36%, არცთუ ისე შეუშლის - 10,2%, საერთოდ არ შეუშლის - 5,6%, არ ვიცი/უარი პასუხზე - 21,8%.

საქართველოს მოსახლეობის 77,2% მიიჩნევს, რომ მთავრობის წევრებს საკუთარი ბიზნესი აქვთ. ამასთან, მთავრობის წევრის მიერ თანამდებობის პარალელურად ბიზნესის ფლობას მოსახლეობის 68,5% დიდ ან არცთუ ისე დიდ პრობლემად მიიჩნევს.

კითხვაზე - დასაქმების ვის უფრო მაღალი შანსი აქვს: კანდიდატს შესაბამისი უნარებით თუ მინისტრის ნათესავს ნაკლები უნარებით - მოსახლოების 68,8 პროცენტი პასუხობს, რომ მაღალჩინოსნის ნათესავს.

კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის შერჩევის პრინციპით, კიშის ცრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე