საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ფერმერთა პრობლემებს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს აცნობს

საქართველო, თბილისი - 12:41 | 15.12.2015
ნანახია: 1423

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ფერმერთა პრობლემებს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს აცნობს. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძეს იმედი აქვს, რომ კონსესუსი მიიღწევა და ასოციაცია მთავრობასთან ერთად სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა პრობლემების გადაჭრაზე ერთიანი ძალებით იზრუნებენ.

იმისათვის, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული პრობლემების ძირებული შესწავლა მომხდარიყო, ფერმერთა ასოციაციამ რეგიონალური ტურნე ჩაატარა და 470-მდე ფერმერსა თუ მეწარმეს შეხვდა და მათ მდგომარეობას და დარგში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

„გამოიკვეთა როგორც გრძელვადიანი პრობლემები, ასევე არის პროლემები, რომელიც შესაძლოა მოკლე ვადაში იქნეს გადაჭრილი. საუბარია მაგალითად მიწის იჯარასთან და აუქციონებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე. არის პრობლემები იქედან გამომდინარეც, რომ ფერმერებს არ აქვს ინფორმაციებზე ხელმისაწვდომობა. არის პრობლემები იაფი რესურსის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ მიზანშეწყონილად ჩათვალა, რომ ეს პრობლემები კონსოლიდირებულად მოეტანა ეკონომიკურ გუნდთა და ყველა მინისტრს მოესმინა ის, რათა შემდგომ ერთად ვიმსჯელოთ მათ გადაჭრის გზებზე“, აღნიშნა ფერმერთა ასოციაციის ტავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ.

ასოციაციაში განმარტავენ, რომ გასული თვის განმავლობაში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომაზრე შეხვდა ფერმერებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. შეხვედრებისას ფერმერებს დაურიგდათ „ფერმერთა გზამკვლევი“, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი სტიმულირებისთვის განხორციელებული ყველა პროექტი: ასევე მათ გადაეცათ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დაზადებული „აუქციონში მონაწილეობის ინსტრუქცია“, რაც ასოციაციის აზრით ხელს შეუწყობს ფერმერტა უკეთ ინფორმირებულობას.

ნინო ზამბახიძე აცხადებს, რომ პრობლემების გადასაჭრელად ასოციაციას საკუტარი ხედვებიც გააჩნია, მაგრამ ყველა პრობლემა ძირებულ კვლევას საჭიროებს. „ვფიქრობთ, რომ გვექნება საშუალება დარგობრივ ჯგუფებს შევხვდეთ და ერთად ვიმსჯელოთ თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემების გადაჭრა“, აღნიშნა ზამბახიძემ.

 

როგორც შეხვედრის დაწყების წინ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, კერძო სექტორთან შეხვედრები ტრადიციულ ხასიათს ატარებს.

„მოგეხსენებათ, რომ კერძო სექტორთან შეხვედრები ატარებს ტრადიციულ ხასიათს. ეს არის ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა, შესაბამისად ყველა საჭირბოროტო საკითხი, რომელიც კერძო სექტორს გააჩნია უნდა იყოს განხილული დეტალურად და შესაბამისად უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები.

სოფლის მეურნეობა არის ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტული დარგი, საკმაოდ დიდი ინვესტიციები განახორციელა სახელმწიფომ ამ მიმართულებით. დღეს ჩვენ ვხვდებით ფერმერთა ასოციაციას, სადაც იქნება განხილული კონკრეტული მიმართულებები, მათ შორის იქნება განხილული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებთან არსებული პრობლემები და ვიმედოვნებთ, რომ ყველა ის შესაბამისი საკითხი, რომელიც დაისმევა ამ საკითხებზე ჩვენ გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილებები და პასუხები“, აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განმარტებით, ყველა პროგრამის თუ პროექტის შემუშავებაში აქტიურადაა ჩართული ფერმერთა ასოციაცია.

„მათი ხმა არის უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის, ასევე შეგახსენებთ, რომ არც ერთი რეგლამენტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ მიუღია და არ მიიღებს ფერმერების და კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე", - განაცხადა ოთარ დანელიამ. როგორც მინისტრმა სწორედ სოფლის მეურნეობის განვიტარებისთვის დაიწყო ის პროგრამები, რომელიც ემსახურება შეღავათიან აგროსესხებს, ასევე სუბსიდირებულ სადაზღვევო პროგრამას, აგროდაზღვევას, ასევე იმ პროგრამებს, რომელიც გულისხმობს შეღავათებს, მათ შორის მთის კანონს.
"თითოეული ეს პროექტი, რომელიც ახლა ჩამოვთვალე, სწორედ ემსახურება იმ მოცემულობას, იმ გამოწვევებს, რომელიც არის ამ დარგში", - განაცხადა დანელიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე