მეუფე პეტრე დეკანოზზე პასუხისმგებლობას პატრიარქს აკისრებს

საქართველო, თბილისი - 10:13 | 03.04.2019
ნანახია: 656

უდანაშაულო მღვდელი არ უნდა იჯდეს ციხეში, შუამდგომლობა უნდა დააყენოს საპატრიარქომ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პასუხისმგებლობას პირადად კათალიკოს-პატრიარქს ვაკისრებ, - განაცხადა პეტრე ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ ტელეკომპანია „პირველის ეთერში.

„იცით ჩემი დამოკიდებულება, რომ რა თქმა უნდა, შარში გაეხვა, როგორც ხელისუფლება, ისე ეკლესია ციანიდის საქმით. შიდა დაპირისპირების გარეთ გამოტანა იყო მაშინ, როდესაც ქორეპისკოპოსის მიერ თავის კათედრაზე დაანონსდა, რომ პატრიარქის წინააღმდეგ დაწყებულია ბრძოლა და სიძეობა არ არის იმუნიტეტი, მას ხელშეუხებლობა ვერ ექნება. შემდეგ სინოდზე არ იქნა განხილული და გარკვეული, თუ რა დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი და შემდეგ ერთ თვეში ვიხილეთ მამა გიორგი ციანიდით. მე სურვილი მაქვს, რომ მამაო როდესაც განთავისუფლდება - და უდანაშაულო მღვდელი არ უნდა იჯდეს ციხეში, შუამდგომლობა უნდა დააყენოს საპატრიარქომ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პასუხისმგებლობა პირადად კათალიკოს-პატრიარქს ვაკისრებ - ეს საკითხი უნდა განიხილოს სინოდის სხდომაზე, რომელსაც შეთავსებული აქვს საეკლესიო სასამართლოს ფუნქცია“, - განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე