თელავის საბავშვო ბაღში ბავშვები მოიწამლნენ

საქართველო, თბილისი - 16:50 | 02.04.2019
ნანახია: 1205

 თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში ბავშვები მოიწამლნენ. 10 მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ინტოქსიკაციის ნიშნებით  თელავის ორ საავადმყოფოში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, მოწამვლა საკვებმა, ან წყალმა გამოიწვია.

თუმცა, კვებით ინტოქსიკაციას გამორიცხავს ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი და აცხადებს, რომ საკვები ბაღებში ვარგისია. რა გახდა ზუსტი მიზეზი, მოგვიანებით გაირკვევა. აღსაზრდელებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ადგილზე იმყოფებიან სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები.


 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე