საქართველოში აუტიზმის ეროვნული ცენტრი აშენდება

საქართველო, თბილისი - 13:45 | 02.04.2019
ნანახია: 999

საქართველოში აუტიზმის ეროვნული ცენტრი აშენდება. ამის შესახებ ცენტრის მშენებლობის პრეზენტაციაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მამუკა ნახტაძემ განაცხადა.

"დღეს, როდესაც მსოფლიო აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, საქართველოში საფუძველს ვუყრით აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობას.

ვენ ხელისუფლების მიზანია ხელი შევუწყოთ აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას და საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, სიმბოლურია, რომ აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს დღეს საქართველოში ეროვნული ცენტრის მშენებლობა იწყება. მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ბოლო ათწლეულების განმავლობაში აუტიზმის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულების განვითარებისთვის საჭირო სერვისების დანერგვაში მონაწილეობდა.

„მსურს დიდი მადლობა გადავუხადო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ ეროვნულ საქმეში. მინდა მოვუწოდო სხვა კომპანიებსაც და ქართველ მეწარმეებსაც, მეტად იაქტიურონ ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, აუტიზმის ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ცხოვრებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ასევე თბილისის მერიას წლების განმავლობაში პროგრამის მხარდაჭერისთვის.

პროექტის პრეზენტაციას მამუკა ბახტაძე მთავრობის წევრებსა და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად დაესწრო.

აუტიზმის ეროვნული ცენტრს „აუტიზმის კვლევისა და ხელის შეწყობის ფონდი“ ააშენებს. რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი ცენტრი მოემსახურება 16 წლის ასაკის ზემოთ აუტიზმის მქონე ადამიანებს. ცენტრში არსებული სერვისები მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და მათი უნიკალური უნარების განვითარებაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე