სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს
საქართველო, თბილისი - 11:37 | 02.04.2019 ნანახია: 925ცოტა ხნის წინ, სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ოფისში გამართეს პრესკონფერენცია სოციალურმა მუშაკებმა და საზოგადოებას გაფიცვის შეწყვეტის შესახებ აცნობეს.
სოციალური მუშაკების თქმით, ისინი იაზრებენ საკუთარ მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას და 2 აპრილიდან დაუბრუნდებიან სამუშაო პროცესს.
"სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ წამოვიწყეთ 2019 წლის 8 თებერვალს. ჩვენი მოთხოვნები შეეხებოდა როგორც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ასევე ბენეფიციარებისთვის მომსახურებების შექმნასა და გაუმჯობესებას. თვენახევრიანი მედიაციის პროცესის უშედეგოდ დასრულების შემდეგ ვისარგებლეთ გაფიცვის კონსტიტუციური უფლებით და 25 მარტიდან გავიფიცეთ. გაფიცვიდან მხოლოდ მე-4 დღეს მოხდა შეხვედრა მინისტრსა და გაფიცულ სოციალურ მუშაკებს შორის. აღნიშნულ შეხვედრაზე ჩვენი მოთხოვნების მხოლოდ მცირე ნაწილზე მოხდა შეთანხმება, თუმცა, ამ შეთანხმების პირობები ამ ეტაპზე მხარეთა შორის არ არის დოკუმენტირებული და ხელმოწერილი. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის არ არის დაკმაყოფილებული ჩვენ მიერ წამოყენებული მოთხოვნების უმნიშვნელოვანესი ნაწილი.
შეთანხმება მოხდა შემდეგ საკითხებზე:
- სოციალური მუშაკის სამუშაო განიტვირთა ტექნიკური საქმიანობისგან.
- სოციალური მომსახურების ცენტრებში გამოიყო 12 მანქანა და მაისის ბოლომდე იგეგმება კიდევ 18 მანქანის დამატება. ხოლო მაისის ბოლომდე დასრულდება მოლაპარაკებები ტაქსის კომპანიებთან, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სოციალური მუშაკების ტრანსპორტირება
- 12 იურისტი დაემატება სოციალური მომსახურების ცენტრებს
- გამარტივდა “ექსპერტიზის ბიუროსთან” ხელმოწერის პროცედურა.
- დაემატა 1 ფსიქოლოგი თბილისში
- დაიგეგმა ინსფრასტრუქტურისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით ტენდერის გამოცხადება.
ამასთანავე 1 აპრილს განცხადებით მივმართეთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, ასევე სოციალური საკითხებისა და ჯანდაცვის კომიტეტს და ვთხოვეთ პარლამენტს მისი საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში უზრუნველყოს ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს შორის კოორდინაცია, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს სოციალური მუშაკებისა სამუშაო პირობების გაუმჯობესება. იმავე დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 15 აპრილს ჯანდაცვის კომიტეტში დაბარებული არიან ფინანსთა და სოციალური დაცვის მინისტრები სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად ფინანსების მობილიზების საკითხზე სამსჯელოდ.
მიუხედავად იმისა რომ შეთანხმება ვერ მოხდა შემდეგ საკითხებზე:
- არ შექმნილა მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში არსებული არსებულ გამოწვევებზე რეაგირების საბჭო ჩვენ მიერ მოთხოვნილი შემადგენლობით, სადაც უნდა შევიდნენ როგორც პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები ასევე დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანზიაციები.
- არ მომხდარა სოციალური მუშაკების ხელფასის განაკვეთის ზრდის განხილვა.
- საპროცესო წარმომადგენლობასთან დაკავშირებით დაიგეგმა სხვა უწყებებთან მოლაპარაკებების წარმოება, ასევე უწყების შიგნით საკითზე მუშაობა, თუმცა, ჯერჯერობით საკითხი რჩება ღიად.
ჩვენ ვწყვეტთ გაფიცვას და 02 აპრილიდან ვუბრუნდებით სამუშაო პროცესს და ველოდებით პარლამეტის მხრიდან საზედამხედველო ფუნქციის ჯეროვნად შესრულებას. ამასთანავე მიუხედავად იმისა რომ სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან ჟღერდებოდა ინფორმაცია, რომ გაფიცვის პერიოდში ბენეფიციარების მომსახურება სოციალური მომსახურების სერვისცენტრებში შეუფერხებლად მიმდინარეობდა, სახალხო დამცველის მონიტორინგმაც ცხადყო, რომ რეაგირება ხდებოდა მხოლოდ ახალ განცხადებებზე. ჩვენ და ყველა ადამიანი , რომელიც იცნობს სოციალური მუშაობის და ბავშვზე ზრუნვის სპეციფიკას, იაზრებს, რომ სოციალური მუშაკის როლი ჩაუნაცვლებელია და სხვა სფეროს წარმომადგენლები ვერ შეასრულებენ სოციალური მუშაკის მოვალეობებს. ჩვენ გაფიცვის რეჟიმშიც ვაგრძელებდით სატელეფონო კონსულტირებას და ვგრძნობდით პასუხისმგებლობას ჩვენს მიმდინარე შემთხვევებზე, ბენეფიციარების ჯანმრთელობაზე, განვითარებასა და სიცოცხლეზე.
იქიდან გამომდინარე რომ სოციალური მუშაკები ვიაზრებთ საკუთარ მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობას ბენეფიციარების წინაშე, მივიღეთ გადაწყვეტილება 2019 წლის 02 აპრილიდან ვაგრძელებთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას.
მიუხედავად იმისა რომ ვწყვეტთ გაფიცვას, მივიღეთ გადაწყვეტილება პროფესიული კავშირის დაფუძნების შესახებ და ყველა იმ საკითხზე, რომელზეც შეთანხმება ვერ მოხდა, მუშაობა გაგრძელდება კოლექტიური მოლაპარაკების ფორმატში", - განაცხადეს სოციალურმა მუშაკებმა.
აღსანიშავია, რომ სოციალურმა მუშაკებმა პროფესიული კავშირის შექმნა დაანონსეს და აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს, რათა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სრულად იქნეს გათვალისწინებული მათი მოთხოვნები.
შეგახსენებთ, რომ სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა 25 მარტს დაიწყეს.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა