ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:26 | 02.04.2019
ნანახია: 803

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და  საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად,  ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დამზადებული იქნა უკრაინის რესპუბლიკის ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა, რომელიც შემდგომში, მოქალაქეზე გასაღებული იქნა 600 აშშ დოლარის საფასურად. გატარებული ღონისძიებების შედეგად, დამატებით ამოღებული იქნა  ავტომანქანის მართვის 6 ცალი ყალბი მოწმობა.

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე