ანა ბაგრატიონი დღეს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზეა დაბარებული

საქართველო, თბილისი - 09:55 | 02.04.2019
ნანახია: 1406

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი დღეს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზეა დაბარებული. საქმე ეხება მისი ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ მასზე შესაძლო ძალადობის ფაქტს.

 საგამოძიებო უწყებაში ანა ბაგრატიონი 13:00 საათზე მივა.

ანა ბაგრატიონის უფლებადამცველის ლევან გორელაშვილის თქმით, რამდენიმე ფაქტი არსებობს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მათ შორის არის ცემის მუხლი და ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რადგან დავითს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი გამოკეტილი ჰყავდა სახლში, ვიდრე არ გაუვლიდა ჩალურჯებები, რაც მას მიადგა ცემის შედეგად. მისივე თქმით, დაზიანებების დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნებიც არსებობს და ეს საქმეშიც დევს.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი კი ამბობს, რომ საქმის ხანდაზმულობის ვადა გასულია. ლევან ჩხეიძის განცხადებით, სამი წლის დაგვიანებით საქმის აღძვრას არანაირი იურიდიული პერსპექტივა არ გააჩნია. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე