იტალიაში 27 წლის ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 11:40 | 01.04.2019
ნანახია: 982

იტალიის ქალაქ მილანში 27 წლის ქართველი სტუდენტი გარდაცვლილი ნახეს.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ოჯახის წევრები მისი გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა ექსპერტიზის დასრულებამდე განმარტებებს არ აკეთებენ.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საკონსულოც.

იზა ქავთარაძის გადმოსვენების პროცედურა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დაიწყება.

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე