დღეიდან ერთი თვის განმავლობაში პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა

საქართველო, თბილისი - 10:58 | 01.04.2019
ნანახია: 767

დღეიდან,ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეების და საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების უფასოდ მიღების მორიგი აქციები გამოცხადდა.

აღნიშნული აქციით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა.
აქციის ფარგლებში, ისინი სრულიად უფასოდ შეცვლიან ძველ, უვადო დოკუმენტს ელექტრონული პირადობის მოწმობით და მასთან ერთად, ასევე, უფასოდ მიიღებენ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს. 

ის მოქალაქე, ვინც ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობას  ფლობს, საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 1 მაისამდე სრულიად უფასოდ მიიღებს. საქართველოში ასეთი სულ 401 000 მოქალაქეა.

საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები, აქციის ფარგლებში, მაისში, ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქის პასპორტს სრულიად უფასოდ მიიღებენ.

დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისგან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე