ჭავჭავაძის გამზირზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიება დასრულებულია - ნაპოვნია ორი ცხედარი

საქართველო, თბილისი - 09:58 | 01.04.2019
ნანახია: 685

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე, 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულებულია.

სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ჩამოშლილმა მიწის მასამ ორი ადამიანი მოიყოლა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს.

მეხანძრე-მაშველების მიერ ასევე ნაპოვნია მიწის მასის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი, 1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე ორი მამაკაცი მიწის მასაში რვა მეტრის სიღრმეზე იყო მოყოლილი.

ადგილზე მუშაობდა 35 მეხანძრე-მაშველი.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე