სასტუმრო "სტამბაში" მდებარე კაზინო "ავიატორი" იხურება

საქართველო, თბილისი - 14:11 | 29.03.2019
ნანახია: 1330

კომპანია "აჭარა ჯგუფის" გადაწყვეტილებით, სასტუმრო "სტამბაში" მდებარე კაზინო "ავიატორი" წყვეტს ფუნქციონირებას 2019 წლის 29 მარტიდან და მის ადგილას ახალი და საინტერესო სივრცე შეიქმნება.
"აჭარა ჯგუფის" მთავარი მიმართულება არის ტურიზმის, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება და აქედან გამომდინარე ახალი ინვესტიციებისა და პროექტების განხორციელება.
შეგახსენებთ, რომ "აჭარა ჯგუფის" მფლობელმა ა/წ 1 თებერვალს "აჭარაბეთში" მისი კუთვილი წილი (51%) გაასხვისა, რომლის მფლობელიც გახდა "Paddy Power Betfair" ჯგუფი - სათამაშო ბიზნესში მსოფლიოში ცნობილი ირლანდიური კომპანია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე