ქარელის მუნიციპალიტეტში 2 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 13:36 | 29.03.2019
ნანახია: 1030

ქარელის მუნიციპალიტეტში 2 წლამდე ასაკის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. ,,დიანიუსის" ინფორმაციით, შემთხვევა დღეს სოფელ ბრეთში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანს ბოლო დღეებში მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 116 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე