2018 წელს საქართველოში 26 538 ბიჭი და 24 600 გოგო დაიბადა

საქართველო, თბილისი - 12:13 | 29.03.2019
ნანახია: 1117

2018 წელს საქართველოში 26 538 ბიჭი და 24 600 გოგოა დაიბადა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 წელს  საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა, 51 138 ბავშვი, წინა წელთან შედარებით 4 პროცენტით ნაკლებია.

„სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით დარჩა უცვლელი და ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოზე 107.9 ბიჭი მოდის“, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2018 წელს 2017 წელთან შედარებით 38.9 პროცენტიდან 37.9 პროცენტამდე შემცირდა რიგით პირველი დაბადებულის წილი. მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 22.6 პროცენტიდან 23.4 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა.

2018 წელს ყველაზე მეტი ბავშვი დაიბადა თბილისში -16 161 ბავშვი, ყველაზე ცოტა – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში -328 ბავშვი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე