მზად ვართ დავეხმაროთ ქართველ ხალხს, რომელიც ამერიკის მხარდამჭერია - მაიკ პომპეო
საქართველო, თბილისი - 12:08 | 28.03.2019 ნანახია: 88927 მარტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გაიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს მოსმენა საკითხზე: „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო პოლიტიკის სტრატეგია და 2020 ფისკალური წლის ბიუჯეტი.“
მოსმენისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთიდან, ირანიდან, ჩრდილოეთ კორეიდან, ჩინეთიდან ასევე ახლო აღმოსავლეთიდან, მათ შორის სირიიდან მომდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიაზე.
მოსმენისას კონგრესმენმა სტივ ჩაბომ (რესპუბლიკელი-ოჰაიოს შტატი) ყურადღება გაამახვილა უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიაზე და ხაზი გაუსვა აშშ-ის მხრიდან საქართველოსა და უკრაინისადმი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას.
„საქართველო და უკრაინა ორივე პუტინის მხრიდან ინტენსიური და მუდმივი ზეწოლის წინაშე არიან. ორივე ამ ქვეყნის ტერიტორია უკანონოდ არის რუსეთის კონტროლის ქვეშ. ამ რისკების მიუხედავად საქართველო და უკრაინა და ასევე აღმოსავლეთ ევროპის მრავალი ქვეყანა აქტიურად ახორციელებს პროდასავლურ პოლიტიკას. თუ შეიძლება გვითხარით, თუ როგორ აძლიერებს პრეზიდენტის ბიუჯეტი ჩვენი ამ უმნიშვნელოვანესი პარტნიორებისადმი მხარდაჭერას?“ - აღნიშნა კონგრესმენმა.
„როგორც ნახეთ, ორი სახის რეალური გზით გავუწიეთ უკრაინას ხელშესახები დახმარება. ჩვენ უკრაინელ ხალხს მივაწოდეთ თავდაცვითი სახის შეიარაღება. ასევე დავეხმარეთ დაზვერვითი სახის ინფორმაციით, ჩემს წინა თანამდებობაზე მუშაობისას, სახელმწიფო მდივნად დანიშვნამდე. თქვენ ხედავთ ჩვენ ძალისხმევებს მსოფლიოში, მათ შორის უკრაინასა და საქართველოში, რათა შევეწინააღმდეგოთ რუსეთის ძალისხმევებს. მალე არჩევნები ახლოვდება უკრაინაში. მრავალი ელემენტია ამ მიმართულებით. და მე ვსაუბრობდი ამის შესახებ, რაშიც როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე თავდაცვის დეპარტამენტია ჩართული. ჩვენ მზად ვართ, რომ დავეხმაროთ ქართველ ხალხს, რომელიც ძალიან კეთილგანწყობილია აშშ-ს მიმართ და
იზიარებს ჩვენს ხედვას, თუ როგორ ოპერირებს რეგიონი.“ - ითქვა კონგრესმენი ჩაბოს შეკითხვის საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს გამოსვლაში.
მოსმენის თაობაზე ვიდეოს ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდზე: https://foreignaffairs.house.gov/hearings?ID=348983EB-0BA0-48D7-8B49-355C3D02AD5C, საქართველოზე კითხვა-პასუხის ნაწილი - 1:34:25-დან 01:35:36-მდე.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა