განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 12:06 | 28.03.2019
ნანახია: 909

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში ბრალდებული ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ფ.მ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფ.მ.-მ  უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 78,4746 გრ.  ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’, რომელსაც სხეულში უკანონოდ ინახავდა.

სამართალდამცველებმა ფ.მ. 2018 წლის 28 დეკემბერს ქ. რუსთავში დააკავეს.  მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარედგინა  (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ფ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე