ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი კომპანია „ამხანაგობა ინჟ არქიტექტი“-ს პროექტით აშენდება

საქართველო, თბილისი - 10:26 | 28.03.2019
ნანახია: 710

 ე.წ ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი კომპანია „ამხანაგობა ინჟ არქიტექტი“-ს პროექტით აშენდება. 
მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის, სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. 
კომპანიამ მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სრულყოფილი სამშენებლო პროექტი და ღარჯთაღრიცხვა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა წარმოადგინოს. 
ტენდერის პირობების მიხედვით, ე.წ ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონა და პარკინგის სივრცე მოეწყობა. 
შესყიდვის ღირებულება: 320 001 ლარი 
ე.წ. ოცნების ქალაქის საკითხი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ეკოლოგიისა და უსაფრთხოების პრინციპების გათვალისწინებით გადაწყდა. 
პროექტის განხორციელებას სახელმწიფო აფინანსებს. 
აჭარის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის ჯანსაღი ცხოვრების პირობების უზრუნველსაყოფად, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მიიღო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე