რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 16:40 | 27.03.2019
ნანახია: 986

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, სადაც „ლეიბორისტული პარტია“ და ტაქსის მძღოლების ნაწილი აქციას მართავენ, ერთი ადამიანი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის გადაკეტვის უფლება აქციის მონაწილეებს არ ჰქონდათ. მისი განცხადებით, არაერთი მოწოდების მიუხედავად მოხდა საავტომობილო გზის შეფერხება. გზის გათავისუფლებისას სამართალდამცველებმა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 1 პირი დააკავეს. 
„მოხდა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის შეფერხება, რაშიც ჩაერთნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მოუწოდეს მათ გზის გახსნისკენ. ერთ-ერთი მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც მოხდა მისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავება, რაც გულისხმობს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობას. საავტომობილო გზის გადაკეტვის უფლება არ ჰქონდათ და შესაბამისად, პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში. მათ აქვთ უფლება, მშვიდობიანად გამართონ აქცია, მაგრამ არ უნდა გადაიკეტოს საავტომობილო გზა. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ამ ყველაფერზე.“ - განაცხადა ვაჟა სირაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე