მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებში რუსთავი2-ის მაუწყებლობის დაუყოვნებლივ ჩართვას მოითხოვენ

საქართველო, თბილისი - 16:32 | 27.03.2019
ნანახია: 769

ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის სახელზე შემოვიდა პატიმრების მორიგი საჩივარი, რომლითაც აპროტესტებენ რუსული მტრული არხების ტრანსლირებას პენიტენციურ დაწესებულებებში და მოითხოვენ ,,რუსთავი2“-ის მაუწყებლობის დაუყოვნებლივ ჩართვას ციხეებში. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის შესაბამისად მიმართა სადეპუტატო შეკითხვით იუსტიციის მინისტრს, პასუხი დღემდე არ მიუღია. ეს არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევა. ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ  ერთხელ მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო სამსახურებს აღნიშნული პრობლემის დროულად მოგვარება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე