სმიტების ოჯახში ბრალდებული მალხაზ კობაურის დედა და დეიდა გორის სასამართლოდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

საქართველო, თბილისი - 14:04 | 27.03.2019
ნანახია: 1155

გორის რაიონულ სასამართლოში სმიტების ოჯახის მკვლელობაში მსჯავრდებული მალხაზ კობაურის სასჯელის ზომის გამოცხადებისას ბრალდებულის დედა და დეიდა შეუძლოდ გახდნენ.

გორის რაიონულ სასამართლოში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ექიმებმა მალხაზ კობაურის დედა და დეიდა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მალხაზ კობაურის უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავდა. 25 მარტს მსაჯულებმა მალხაზ კობაური წარდგენილ ბრალდებებში ერთხმად გაამტყუნეს, ხოლო სასჯელის ზომა მოსამართლემ დღეს გამოაცხადა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე