სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 13:34 | 27.03.2019
ნანახია: 854

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა. სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურისსაქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ. 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა მალხაზ კობაურს ვერდიქტი 25 მარტს გამოუტანა. მსაჯულებმა მალხაზ კობაურის დამნაშვედ ცნეს  - გაუპატიურებაში, განზრახ მკვლელობაში განსაკუთრებული სისასტიკით, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში. რაც შეეხება, კიდევ ერთ ბრალდებას, დანაშაულის შეუტყობინებლობას, მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 7 ივლისს, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი, რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა ჯოი გარდაცვლილი იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. აღნიშნული მკვლელობის საქმეზე 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მალხაზ კობაურს ბრალი ედებოდა რაიან მაიკლ სმიტისა და მისი მცირეწლოვანი შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში. მოგვიანებით მას ბრალი დაუმძიმდა. ექსპერტიზის დასკვნების შემდეგ, მას ასევე ბრალად შეერაცხა ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე