თქვენს შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან ეს ჩემს პირად ცხოვრებას ეხება - ქობულია თავისი სახლის გაქურდვაზე

საქართველო, თბილისი - 12:32 | 27.03.2019
ნანახია: 673

ვიტოვებ მოქალაქეობრივ უფლებას, პირად საკითხზე არ გიპასუხოთ, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად მინისტრის წყნეთში მდებარე სახლი გაქურდეს.

„თქვენ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან ეს ჩემ პირად ცხოვრებას ეხება. ჩემი პირადი საკითხია და ამიტომ ვიტოვებ მოქალაქეობრივ უფლებას, რომ ჩემს პირად საკითხზე არ გიპასუხოთ”,- განაცხადა ქობულიამ.

ეკონომიკის მინისტრი ჟურნალისტებს სასტუმრო „რედისონში“ ესაუბრა, სადაც პროფესიული გადამზადების პროგრამა გახსნა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე