ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 09:52 | 27.03.2019
ნანახია: 696

27-28 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელს ეწვევა, სადაც გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, ნატოში წევრი-ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების დონეზე.
 
სხდომა საქართველოს ეძღვნება და მასზე განხილული იქნება საქართველო-ნატოს თანამშრომლობის ფართო სპექტრი, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე.
 
საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით მიმართავს ნატო-საქართველოს კომისიის მონაწილეებს. ასევე ვიზიტის ფარგლებში გაიმართება დავით ზალკალიანის შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან როზ გოტმიულერთან.
 
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირა განსაკუთრებით დატვირთულია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტით, ალიანსის გენერალური მდივნის ვიზიტის შემდგომ 27 მარტს გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ბრიუსელში, 27-28 მარტს საქართველოს ეწვევა  ნატო-ს სამხედრო კომიტეტი და საქართველოში მიმდინარეობს ნატო-საქართველოს 2019 წლის სწავლება.
 
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ღონისძიებები იმართება ნატო-ს საგარეო მინისტერიალამდე, რომელიც მ.წ. 3-4 აპრილს ვაშინგტონში გაიმართება. საქართველო მონაწილეობას მიიღებს ნატოს მინისტერიალის ფარგლებში, ალიანსის 70 წლისთავთან დაკავშირებულ პარალელურ ღონისძიებებში. ​




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე