მოვითხოვთ, შეჩერდეს საქართველოში მიგრანტების გადმოსახლება - ჯონდი ბაღათურია

საქართველო, თბილისი - 15:30 | 26.03.2019
ნანახია: 788

უცხოური ორგანიზაციებიდან 15 მლნ ლარის გრანტს იღებენ ადამიანები, რთა მოაწყონ  ფლეშმობები და გაამართლონ ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება,  ჩამოასახლონ საქართველოში აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან მიგრანტები, - ამის შესახებ ქართული დასის” ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა. მან პარლამენტის შენობასთან აქცია გამართა. ბაღათურიას თქმით, მთავარი მოთხოვნა საქართველოში მიგრანტების გადმოსახლების შეჩერებაა.

ბაღათურიას განცხადებით, სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციიდან გამოყოფილია 15 მილიონი ლარის გრანტი, რათა მედიაში მიგრანტების ჩამოსახლებაზე სიუჟეტები მომზადდეს.

„ამ გრანტს იღებენ ადამიანები სიუჟეტის, პოზიტიური ფლეშმობის მოწყობისთვის, რომ როგორმე გაამართლონ მთავრობის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, ჩამოასახლონ საქართველოში აზიისა და აფრიკის ღარიბი ქვეყნებიდან შეუზღუდავი რაოდენობით მიგრანტები. მოვითხოვთ, შეჩერდეს მიგრანტების გადმოსახლება. აქ არის სამი მომენტი:  უსაფრთხოების მომენტი, ასევე კულტურული გარემოს ძალადობრივი ცვლილება და ეთნიკური ბალანსის ცვლილება,” – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე