ბირმინგემის სკოლებში მშობლებმა ლგბტ-გაკვეთილები გააპროტესტეს

საქართველო, თბილისი - 13:42 | 26.03.2019
ნანახია: 692

ბირმინგემის სკოლებში, გაკვეთილები, სადაც ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების შესახებ ბავშვებს ესაუბრობდნენ, დროებით შეჩერდა მშობლების უკმაყოფილების გამო. სკოლის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ძალიან შეშფოთებულები არიან მშობლების ასეთი დამოკიდებულებით.

ასოციაცია Excelsior Multi-Academy Trust-ის აღმსარულებელმა დირექტორმა ჰეიზელ პულიმ განაცხადა, რომ ზოგიერთმა მასწავლებელმა წონაში დაიკლო და უძილობა დასჩემდა პროგრამა No Outsiders-ის ირგვლივ ატეხილი სკანდალის გამო.

ეს პროექტი სკოლის დირექტორის მოადგილემ ენდრიუ მოფატმა 2014 წელს შეიმუშვა.

ამ პროგრამის ფარგლებში ბავშვებს ლგბტ უმცირესობებისა და ჰომოფობიის შესახებ უყვებოდნენ. ამის გარდა, პროგრამა ყურადღებას უთმობდა რასის, რელიგიის, სქესის იდენტიფიკაციის, ასაკისა და შეზღუდული შესაძლებლობების საკითხებს. თუმცა მშობლების პროტესტის შემდეგ პროგრამა შეჩერდა.

ჰეიზელის თქმით, ასეთ დაძაბულ ვითარებაში თავისი პედაგოგიური საქმიანობის ბოლო 27 წლის განმავლობაში არასდროს აღმოჩენილა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე