თბილისი-ეკატერინბურგის ავიარეისის მგზავრი 9 კგ პლასტირისთვის დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:00 | 26.03.2019
ნანახია: 726

ეკატერინბურგის აეროპორტში მებაჟეებმა თბილისი -ეკატერინბურგის მგზავრი დააკავეს. მამაკაცი ცდილობდა 1,8 მლნ რუბლის ღირებულების 400 სამედიცინო პლასტირის არალეგალურად გადატანას.

სისხლდენის შესაჩერებელი პლასტირების მსხვილი პარტია მებაჟეებმა მგზავრის ბარგში აღმოაჩინეს. მამაკაცი ტვირთის გატანას „მწვანე დერეფნის“ საშუალებით ცდილობდა. პლასტირების საერთო წონა 9 კგ-ზე მეტს შეადგენდა.

რუსეთის მოქმედი კანონების თანახამდ, გასაყიდად ან სხვა კომერციული მიზნებისთვის განკუთვნილი ნივთების დეკლარირება აუცილებლად „წითელ დერეფანში“ უნდა მოხდეს. მგზავრმა განაცხადა, რომ პლასტირების ჩატანა ქართველმა მეგობრებმა სთხოვეს.

მგზავრის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული დარღვევის ფაქტზე აღიძრა. თუ მას ბრალი დაუმტკიცდება, მოუწევს  მსხვილი ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა. ასევ შეასძლოა პლასტირების პარტიის კონფისკაციაც მოხდეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე