„წითელ ხიდზე“ მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს

საქართველო, თბილისი - 17:13 | 14.12.2015
ნანახია: 1627

ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შემოტანის ფაქტი გამოვლინდა 12 დეკემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“. საბაჟო კონტროლის ზონაში, აზერბაიჯანის მხრიდან შემოსული აზერბაიჯანის მოქალაქე გ.ჯ.-ისკუთვნილი ბარგისა და ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა ფეხსაცმელებში დამალული ნარკოტიკული ნივთიერება „ტრამადოლი“ - 35 ამპულა - და კოდეინის შემცველი მედიკამენტი „სედალგინ ნეო“ - 20 აბი - აღმოაჩინეს.

საქმე შემდგომი რეაგირებისმიზნით გადაეცა შსს მარნეულის სამმართველოს ალგეთის პოლიციის განყოფილებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე