ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პატრულ-ინსპექტორი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 12:18 | 26.03.2019
ნანახია: 989

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. შსს-ს ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. ერთ-ერთი მათგანი კი, ინერციით მსუბუქ მანქანას დაეჯახა, რომელსაც პატრულ-ინსპექტორი მართავდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე