ისრაელი ღაზას სექტორს ბომბავს

საქართველო, თბილისი - 11:48 | 26.03.2019
ნანახია: 703

ისრაელის არმია ღაზას სექტორის წინააღმდეგ ავიაიერიშებს განაგრძობს.

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში 15-ზე მეტი იერიში განხორციელდა თვითმფინავების, ვერტმფრენებისა და ტანკების გამოყენებით.

არმიის წარმომადგენელთა განცხადებით, აუცილებლობის შემთხვევაში ოპერაცია გაფართოვდება.

ისრაელის სამხრეთით, სასწავლო დაწესებულებებში შეწყვეტილია სწავლა.

ღაზას სექტორთან მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა განგაშის სირენები, რომლებიც მოსახლეობას ახალი სარაკეტო დარტყმების შესახებ აფრთხილებდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე