თებერვალში საქართველოში 1669 უცხო ქვეყნის მოქალაქე არ შემოუშვეს

საქართველო, თბილისი - 10:53 | 26.03.2019
ნანახია: 786

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში მიმდინარე წლის თებერვალში 1669 ადამიანი არ შემოუშვეს. საქართველოში ყველაზე მეტი 564 ირანის  და ინდოეთის 428 მოქალაქე არ შემოუშვეს.

ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს: აზერბაიჯანი – 141; თურქეთი – 102; თურქმენეთი – 54; რუსეთი – 51; ვიეტნამი – 42; უზბეკეთი – 40; სომხეთი – 37; პაკისტანი – 24; ყაზახეთი – 19; ერაყი – 18; ყირგიზეთი – 17; ბანგლადეში, იემენი, კუბა – 13; ჩინეთი – 11; ეგვიპტე – 10; ფილიპინები – 8; სირია, ტაჯიკეთი – 7; იორდანია – 6; ავღანეთი – 5: მაროკო, ნიგერი, სუდანი – 4; ნიგერია, პალესტინა, მოქალაქეობის არმქონე პირი – 3; ალჟირი, დომინიკის რესპუბლიკა, კამერუნი, საუდის არაბეთი, სომალი – 2; ანგოლა, ისრაელი, ლიბანი, მავრიკი, ომანი, პერუ, ტაილანდი, ტუნისი – 1.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე