საქართველოს 231 მოქალაქე თებერვალში შენგენის ზონაში არ შეუშვეს

საქართველო, თბილისი - 10:47 | 26.03.2019
ნანახია: 628

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობის სტატისტიკას აქვეყნებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, უარი ქვეყანაში შესვლაზე ყველაზე მეტ საქართველოს მოქალაქეს საფრანგეთში უთხრეს. თებერვალში საფრანგეთში 1445 მოქალაქე გაემგზავრა, საიდანაც 37 მოქალაქე არ შეუშვეს ქვეყანაში.

სხვა ქვეყნების მონაცემები კი ასეთია:

იტალიაში გაემგზავრა 2594, უარი ეთქვა 34-ს;

კვიპროსში გაემგზავრა 830, უარი ეთქვა 33-ს;

პოლონეთში გაემგზავრა 3198, უარი ეთქვა 30-ს;

ესპანეთში გაემგზავრა 1334, უარი ეთქვა 25-ს;

გერმანიაში გაემგზავრა 5112, უარი ეთქვა 20-ს;

ავსტრიაში გაემგზავრა 1613, უარი ეთქვა 20-ს;

უნგრეთში გაემგზავრა 935, უარი ეთქვა 11-ს;

საბერძნეთში გაემგზავრა 2994, უარი ეთქვა 7-ს;

ლატვიაში გაემგზავრა 494, უარი ეთქვა 6-ს;

ჩეხეთში გაემგზავრა 1272, უარი ეთქვა 4-ს,

ლიეტუვაში გაემგზავრა 429, უარი ეთქვა 2-ს;

ნიდერლანდებში გაემგზავრა 252, უარი ეთქვა 1-ს;

ბულგარეთში გაემგზავრა 89, უარი ეთქვა 1-ს.

ბელგიაში, რუმენითში, შვეიცარიასა და სლოვენიაში უარი ქვეყანაში შეშვებაზე საქართველოს არცერთი მოქალაქისთვის არ უთქვამთ.

სულ შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს 231 მოქალაქე არ შეუშვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე