საქართველოს ზამთრის ტურისტული სეზონის შესახებ უკრაინაში, ბელორუსსა და ყაზახეთში მასშტაბური სარეკლამო კამპანია გრძელდება.

საქართველო, თბილისი - 17:12 | 14.12.2015
ნანახია: 1459

უკრაინის, ბელორუსის და ყაზახეთის ყველაზე პოპულარულმა ტელეკომპანიებმა საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ სიუჟეტები მოამზადეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს 3 ქვეყნიდან გადამღები ჯგუფების 20-ზე მეტი მონაწილე ეწვია. მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა 2 კვირის განმავლობაში თბილისის, ბათუმის, გუდაურის, ყაზბეგის, ბორჯომის, ბაკურიანის კახეთისა და სვანეთის ტურისტული ღირსშესანიშნაობები გადაიღეს. რეპორტაჟებში აქცენტი საქართველოს ზამთრის ტურისტულ პოტენციალზე, ქართულ კულინარიასა და ფოლკლორზე და ზოგადად ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებზე გაკეთდა. ჯამში 20-ზე მეტი სიუჟეტი მომზადდა, რომელიც ერთიკვირის განმავლობაში უკრაინული ტელეკომპანიის 1+1 -ის დილის გადაცემის „დილა მშვიდობისა უკრაინას“ და ყაზახური ტელეკომაპანიის „ხაბარი“-ს დილის პროგრამით და ბელორუსის ტელეკომპანიის პირველი არხის ეთერში გადაიცემა. სიუჟეტები მილიონობით მაყურებელმა იხილა. უკრაინა და ყაზახეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. საერთაშორისო მოგზაურთა ტოპ თხუთმეტეულში უკრაინა მე-5 ადგილს, ყაზახეთი მე-9 ადგილს, ბოლო ბელორუსი 11-ე ადგილს იკავებს. 2015 წლის 11 თვის სტატისტიკური მონაცემებით საქართველოს უკრაინიდან 133087 საერთაშორისო მოგზაური, ყაზახეთიდან კი 34726, ბელორუსიიდან კი 27594 საერთაშორისო მოგზაური ეწვია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე