პენტაგონმა მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად ტრამპს მლრდ დოლარი გამოუყო

საქართველო, თბილისი - 10:38 | 26.03.2019
ნანახია: 816

პენტაგონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შანახანმა მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად მილიარდი დოლარი გამოყო. ამის შესახებ უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

თანხა, 91 კმ სიგრძის მონაკვეთზე კედლის აგებაზე, გზების მოწესრიგებასა და ქალაქების იუმასა და ელ-პასოს განათებაზე დაიხარჯება.

მედია აღნიშნავს, რომ ეს პირველი მილიარდი დოლარია, რომელიც დონალდ ტრამპს კედლის აშენებისთვის გამოეყო.

მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ კედელი არალეგალურ იმიგრაციასა და ნარკოტიკების კონტრაბანდას შეაჩერებს.

კედლის აშენება ჯერ კიდევ ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს დაიწყო და 2006 წლის შემდეგ გაგრძელდა. მაშინ ჯორჯ ბუში უმცროსმა ხელი მოაწერა Secure Fence Act-ს. დღეისათვის აშენებულია უკვე ნაგებობის 1078 კმ. ტრამპს კიდევ 1600 კმ-ს აგება სურს.

თავიდან რესპუბლიკელებმა ამ პროექტეზ 6 მლრდ დოლარის გამოყოფის შესახებ დოკუმენტი წარადგინეს, თუმცა ის სენატში ვერ გავიდა. წარმომადგენელთა პალატაში ასევე განაცხადეს, რომ მშენებლობის დაფინანსებას არ აპირებდნენ.

ამ წინააღმდეგობამ 2018 წლს ბოლოს სახელმწიფო დაწესებულებისთვის თანხის გამოყოფის ნაწილობრივი შეწყვეტა - შათდაუნი გამოიწვია.

თებერვალში ტრამპმა საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამგვარად, მას შეუძლია 6 მლრდ დოლარზე მეტი მიიღოს და კონსტიტუციით აუცილებელი კონგრესის დამტკიცება თავიდან აირიდოს. ეს ნაბიჯი სასამართლოებში უკვე გასაჩივრდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე