დაიმახსოვრე, მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ - მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას

საქართველო, თბილისი - 10:04 | 26.03.2019
ნანახია: 1331

არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს, მაგრამ დაიმახსოვრე, მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა შემდეგი 100 წლის მანძილზე, – ასე მიმართავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ სტატუსში.

„გუშინ გიგი უგულავა სულ იმეორებდა „არაა სააკაშვილი ფორმაშიო“. რა თქმა უნდა, მუდმივად საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა და ძვირფასო გიგი, გისურვებ კიდევ 100 წლის სიცოცხლეს. ამასთანავე, მეც არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს, მაგრამ დაიმახსოვრე, მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა შემდეგი 100 წლის მანძილზე“,- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე