ნაფიცმა მსაჯულებმა სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს

საქართველო, თბილისი - 23:13 | 25.03.2019
ნანახია: 1015

12-მა ნაფიცმა მსაჯულმა სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ვერდიქტი გამოუტანა. მსაჯულებმა მალხაზ კობაურისდამნაშვედ ცნეს  - გაუპატიურებაში, განზრახ მკვლელობაში განსაკუთრებული სისასტიკით, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში. რაც შეეხება, კიდევ ერთ ბრალდებას, დანაშაულის შეუტყობინებლობას, მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

მსაჯულების ვერდიქტის შემდეგ, სასჯელის ზომა მოსამართლემ უნდა განსაზღვროს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 7 ივლისს, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი, რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა ჯოი გარდაცვლილი იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. აღნიშნული მკვლელობის საქმეზე 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მალხაზ კობაურს ბრალი ედებოდა რაიან მაიკლ სმიტისა და მისი მცირეწლოვანი შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში. მოგვიანებით მას ბრალი დაუმძიმდა. ექსპერტიზის დასკვნების შემდეგ, მას ასევე ბრალად შეერაცხა ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა.

შესაბამისად, პროკურატურის ინფორმაციით, მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმიტის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითდა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე