ტოიოტა ცენტრ თეგეტაში ახალი თაობის RAV 4-ის და Corolla -ს პრეზენტაცია გაიმართა
საქართველო, თბილისი - 20:07 | 25.03.2019 ნანახია: 719ტოიოტა ცენტრ თეგეტაში ახალი თაობის RAV 4-ის და Corolla -ს პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მთავარი სლოგანი გახლდათ #ვიზრუნოთ!
ტოიოტა ცენტრი თეგეტას მიერ წარმოდგენილი ახალი თაობის ჰიბრიდულ ძრავზე მომუშავე Toyota RAV 4 და Corolla შექმნილია თქვენს კომფორტსა და გარემოზე ზრუნვისთვის. „ტოიოტა მოტორს კორპორეიშენი“ არის პირველი ავტომწარმოებელი კომპანია რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა გლობალური ეკოლოგიური საფრთხეების გადაწყვეტის საკითხში და პირველმა შეიმუშავა და დაიწყო ჰიბრიდულ ძრავებზე მომუშავე ავტომობილების სერიული წარმოება, რომლებმაც რევოლუციური ცვლილებები გამოიწვიეს და დღესდღეობით ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ საქართველოში. ტოიოტას ინოვაციური მიდგომები მსოფლიოს აახლოვებს მიზანთან - ვიმოძრაოთ გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე. ეს მიზანი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის, რადგან საწვავის ემისიის გამო უდიდესი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე ვდგავართ. სწორედ ამიტომ, ტოიოტა ცენტრი თეგეტას სამოდელო ხაზში მრავლად არის წარმოდგენილი ჰიბრიდულ ძრავზე მომუშავე მოდელები, როგორებიცაა: Prius-ი, RAV 4, Corolla, CHR და Camry.
ახალი Toyota RAV 4 ჰიბრიდით, აღარ ზრუნავს მხოლოდ ჩვენს კომფორტზე, არამედ ზრუნავს იმ პასუხისმგებლობაზე რომელსაც ჩვენ განვიცდით მანქანის მართვის დროს - ვიზრუნოთ გარემოზე და ნაკლებად დავაბინძუროთ. ამასთან ერთად, ახალი RAV 4 არის საუკეთესო, ვიდრე ოდესმე ყოფილა, მოდელი წარმოდგენილია ძლიერი და დახვეწილი დიზაინით, ურბანული ხასიათის ჰიბრიდული ელემენტით, სრული უსაფრთხოების შეგრძნებით და მძღოლის დამხმარე პაკეტებით. ის გახლავთ SUV ავტომობილი, რომლის მართვა სასიამოვნოა ნებისმიერ რელიეფზე.
აგრესიულ და სპორტულ ინტერიერთან ერთად ავტომობილს აქვს ახალი TSS უსაფრთხოების სისტემა, რომელიც გვაძლევს თავდაჯერებულობას და მეტ გამბედაობას მართვის დროს. რაც მთავარია ზრდის თქვენი და თქვენს გვერდით მყოფი ადამიანების უსაფრთხოების დონეს. ახალი RAV 4 -ის ჰიბრიდული სისტემა ავტომობილის მართვას ხდის უფრო ძლიერს, არის სწრაფი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, აქვს 222 ცხენის ძალა და 8.1 წამი აჩქარების დრო, 30%-ით გაძლიერებულია უკანა თვლები, არის ჩუმი და მსუბუქი მართვის დროს და გააჩნია მსოფლიოში საუკეთესო თერმული ეფექტურობა.
რაც შეეხება ახალ Toyota Corolla-ს, მისი ინოვაციური, თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ძრავი უზრუნველყოფს ენერგიულ მართვას. ეს კი ნიშნავს, რომ კოროლა გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ გარემოზე და მეტი ჟანგბადი იყოს ჩვენს ქალაქში. დიზაინის და ინჟინერიის სრულიად ახალი მიდგომით, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი წარმოდგენილია ახალი გლუვი ექსტერიერით, სრულად განახლებული ინტერიერით, გაუმჯობესებული ტექნოლოგიებით და რაც ყველაზე მთავარია, განახლებული უსაფრთხოების TSS მახასიათებლებით, რომელსაც უსაფრთხოება ახალ სიმაღლეებზე აჰყავს. სისტემა განახლდა ინტელექტუალური მახასიათებლებით, რაც უფრო მეტად უწყობს ხელს საგზაო შემთხვევების თავიდან აცილებას და ზრდის თქვენი და თქვენი გარშემომყოფების უსაფრთხოებას.
ტოიოტა ცენტრი თეგეტა - #იზრუნე საკუთარ თავზე, შენს გარშემომყოფებსა და გარემოზე.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა