გიორგი ანდრიაძე მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში იყრის კენჭს

საქართველო, თბილისი - 15:41 | 25.03.2019
ნანახია: 919

"ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის" ლიდერი გიორგი ანდრიაძე მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში იყრის კენჭს.

"მე დავრეგისტრირდი მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატად.იმედი გვაქვს წარმატებისა, იმიტომ, რომ რადგან წინა არჩევნები, რომელიც ჩვენ გავაანალიზეთ, რაც მთაწმინდაზე ჩატარდა, ნაციონალების რეიტინგი არის ძალიან დაბალია, "ოცნებამაც" მხოლოდ მეორე ტურში და ისიც სხვადასხვა ბერკეტებით, ფინანსური და ასე შემდეგ, ჩარევით მიიღო მხარდაჭერა. მთაწმინდის ელექტორატი არის მზად იმისათვის, რომ აირჩიოს მესამე გზა", - განაცხადა ანდრიაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღეს, "ქართულმა ოცნებამ" მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ექიმი ლადო კახაძე წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ მთაწმინდის ოლქში შუალედურ არჩევნებში კენჭს ასევე იყრიან სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, უფლებადამცველი სოფო ხორგუანი, ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია, "ევროპული საქართველოსა" და "თავისუფალი დემოკრატების" საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელი შალვა შავგულიძე და პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე